in

სამი გუნდი უკვე გავიდა: იტალიას ვერ ამოუქაჩეს, გერმანიამ წააგო და… აგვცდება

ახალგაზრდულ ევრო 2023-ზე მეორე ტურის მატჩები ყველა ჯგუფში დასრულდა და რაღაცეები გაირკვა კიდეც. თუნდაც ის, რომ სამმა გუნდმა უკვე გაინაღდა პლეი-ოფის საგზური, რამდენიმემ კი დაკარგა ყოველგვარი შანსი.

მეორე ტურის ბოლო შეხვედრაში საფრანგეთის ნაკრებმა ნორვეგია დაამარცხა, ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა, 6 ქულით ლიდერია, მაგრამ ¼ ფინალის საგზური ოფიციალურად ჯერ არ გაუნაღდებია.
საფრანგეთის ჯგუფში იტალიასა და შვეიცარიას 3-3 ქულა აქვთ, ნორვეგიას – 0.

იტალიის ნაკრებმა შვეიცარიას მოუგო – 3:2. საინტერესოა, რომ „აძური“ 3 ბურთით იგებდა პირველი ტაიმის შემდეგ, მაგრამ მეორეს საწყის მონაკვეთში ორი გაუშვა, თუმცა შვეიცარიამ მატჩის გადარჩენა მაინც ვეღარ მოახერხა.

ბათუმში ჩეხეთმა მოქმედი ჩემპიონი გერმანია დაამარცხა – 2:1 და პირველი ქულები მოიპოვა.
ქუთაისში ერთმანეთს ინგლისისა და ისრაელის ნაკრებები შეხვდნენ. მატჩი ინგლისელთა უპირატესობით წარიმართა და ორი უპასუხო გოლი გაიტანეს.
ორი მატჩის ჯამში ინგლისელებმა ჯგუფში ორი გამარჯვება იზეიმეს, 6 ქულა დააგროვეს და 1/4-ფინალის საგზური მოიპოვეს.
ჩეხეთს 3 ქულა აქვს, ისრაელსა და გერმანიას თითო-თითო.

ეს, C ჯგუფი ჩვენთვის განსაკუთრებულად საინტერესოა, რადგან ¼ ფინალში გასვლის შემთხვევაში საქართველო სწორედ ამ ჯგუფის წარმომადგენელს შეხვდება. გერმანიის წაგებამ დიდი ალბათობა გააჩინა, რომ ჩვენ აგვცდება დ არ არის გამორიცხული სწორედ ჩეხეთი შეგხვდეს.

2-2 მოგების შემდეგ ¼ ფინალში უკვე გავიდნენ B ჯგუფის ესპანეთი და უკრაინა, რომლებიც ბოლო ტურში ერთმანეთს შეხვდებიან და პირველ ადგილოსანს გაარკვევენ.

II ტური

A ჯგუფი

საქართველო – ბელგია 2:2
24.06. თბილისი. დინამო არენა. 41 886 მაყურებელი
გოლები: 0:1 დე კუიპერი (15. ვრანქსის პასით), 0:2 რამაზანი (38. დე კუიპერის პასით), 1:2 წიტაიშვილი (52. გოჩოლეიშვილის პასით), 2:2 გულიაშვილი (87. აზაროვის პასით)

პორტუგალია – ნიდერლანდები 1:1
24.06. თბილისი. მიხეილ მესხი. 1 526 მაყურებელი
1:0 ალმეიდა (20. ნეტოს პასით), 1:1 ბრობი (78. ბურგერი)

პორტუგალია: სელტონი – ჟოზე კარლუში, პენეტრა, ამარო, ტავარეში – სამუელ კოშტა – დანტაში (83. ენრიკე არაუჟუ), ალმეიდა (56. ბერნარდო) – ნევეში (67. აფონშუ სოუზა) – ფაბიო სილვა (56. მორეირა), ნეტო (56. კონსეისაო)

ნიდერლანდები: ვერბრუგენი – ტიმბერი (46. ბურგერი), რენში (46. ვან ევიკი), ვან ჰეკე, ვან დე ვენი, ჰარტმანი – გრავენბერხი, ტეილორი – ეკელენკამპი (80. მაატსენი), სამერვილი (69. ზირკზეე), ბრობი (80. დალინგა)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ბრაიან ბრობი.

B ჯგუფი

რუმინეთი – უკრაინა 0:1
24.06. ბუქარესტი. სტიაუა. 14 309 მაყურებელი
გოლი: 0:1 დიკანი (89-საკ. კარში)

რუმინეთი: ტარნოვანუ – პანტეა, რაკოვიტანი, დიკანი, ტიკუ – ლიქსანდრუ (82. პოპი), სკრეჩუ (82. ჩიმპანუ) – ისფანი, მუნტეანუ (57. ალბუ), პეტრილა (57. პოპესკუ) – მარკოვიჩი (68. ბირლიგეა)

უკრაინა: ტრუბინი – სიჩი, ბატაგოვი, ტალოვიეროვი, ვივჩარენკო – ბონდარენკო (86. ოჩერეტკო), ბრაჟკო (86. ჟელიჟკო) – კაშჩუკი (77. ვიუნიკი), სუდაკოვი, კრისკივი (68. ბრაგარუ) – სიკანი (68. ვანატი)
გაძევება: ვანატი (90+2)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: არტიომ ბონდარენკო.

ესპანეთი – ხორვატია 1:0
24.06. კლუჟი. ჯულეშტი. 2 921 მაყურებელი
გოლი: 1:0 რუისი (1. სერხიო გომესის პასით)

ესპანეთი: ტენასი – ვიქტორ გომესი, პარედესი, პაჩეკო, მირანდა – ბაენა (73. კამელიო), ბლანკო (90+1. ხილა) – სანსეტი (62. ვეიგა) – როდრი (90+1. ბარენეჩეა), სერხიო გომესი, რუისი (73. ოროსი)

ხორვატია: კოტარსკი – სიგური, ფრანიჩი (80. გალეშიჩი), პერკოვიჩი, კრიჟმანიჩი (73. ჩოლინა) – სეგო (46. სტოიკოვიჩი), ბატურინა, ბულატი, პრშირი (73. პალავერსა), ფრიგანი – ბელიო (46. კასავენდა)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: როდრი.

C ჯგუფი

ჩეხეთი – გერმანია 2:1
25.06. ბათუმი. აჭარაბეთ არენა. 5 023 მაყურებელი
გოლები: 1:0 სეიკი (33. კუშეის პასით), 1:1 შტილერი (70. მატრიჩანის პასით), 2:1 ვიტიკი (87)

ჩეხეთი: იაროში – გაბრიელი, ვიტიკი, ჰრანაჩი, ფუკალა – ჩერვი (80. პეჩი), ჟამბურეკი (66. კალოჩი) – კუშეი (73. იურაშეკი), ვალენტა (80. დანეკი), კარაბეცი (73. სულჩი) – სეიკი

გერმანია: ატუბოლუ – ვაგნომანი, ბისეკი, მატრიჩანი, ნეტცი – კრაუსი (46. ალიდუ), კაიტელი (46. მარტელი), შტილერი (85. ვაისჰაუპტი) – ჰუსეინბაშიჩი – ნგანკამი (46. ვაიპერი), შადე

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: მარტინ ვიტიკი.

ინგლისი – ისრაელი 0:2
25.06. ქუთაისი. რამაზ შენგელია. 5 106 მაყურებელი
გოლები: 1:0 გორდონი (16. გიბს-უაითის პასით), 2:0 სმით-როუ (69. გიბს-უაითის პასით)

ინგლისი: ტრეფორდი – გარნერი, კოლვილი, ჰერვუდ-ბელისი, ჯონსონი – სმით-როუ (70. სკიპი), ჯოუნსი, გომესი (70. ელიოტი), გიბს-უაითი (79. რემზი) – მადუეკე (60. პალმერი), გორდონი (61. არჩერი)

ისრაელი: პერეტცი – ჯაბერი, ლემკინი, კოენი, რევივო, ლაიუსი (59. ჰოფმაისტერი) – ხალაილი (46. ჰაჯაჯი), განდელმანი, აზულაი (59. გურნო), გლუხი – ტურგემანი (76. ბილუ)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ანგელ გომესი.

D ჯგუფი

შვეიცარია – იტალია 2:3
25.06. კლუჟ-ნაპოკა. კლუჟ არენა. 2 180 მაყურებელი
გოლები: 0:1 პიროლა (6. ტონალის პასით), 0:2 გნონტო (11), 0:3 პარიზი (45+4), 1:3 იმერი (47. სომის პასით), 2:3 ამდუნი (52. რიდერის პასით)

შვეიცარია: საიპი – ბლუმი (46. მალესი), სტერგიუ, ბურხი (86. ვუილოსი), ომერაგიჩი – სომი – იმერი (86. ფონ მოოსი), რიდერი, ჯაშარი, ნდოიე (90+3. სტოიკოვიჩი) – ამდუნი

იტალია: კარნეზეკი – ოკოლი, პიროლა (71. ლოვატო), სკალვინი – ბელანოვა,
ტონალი, როველა (71. რიჩი), ბოვე, პარიზი – პელეგრი (46. კანჩელიერი / 90+2. კამბიაგი), გნონტო (71. კოლომბო)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: რაულ ბელანოვა.

ნორვეგია – საფრანგეთი 0:1
25.06. კლუჟ-ნაპოკა. CFR კლუჟი. 1 507 მაყურებელი
გოლი: 0:1 ოლისე (57. ადლის პასით)

ნორვეგია: კლესონი – სებულონსენი, ჰეგჰეიმი, დალანდი, ჰეილდე (81. ვოლფე) – ბობი (78. სეიდე), ჰოვე, კიტოლანო, ზაფეირისი (82. სოლბაკენი) – ბოტეიმი (78. იატა), ნუსა

საფრანგეთი: შევალიე – დიაკიტი, სიმაკანი, ლუკება, ლარუჩი – კაკერე (79. კონე), შოტარი, ლე ფეე (60. შერკი) – ოლისე (65. ბარკოლა), ადლი (60. გუირი), კალიმუენდო (60. ვაჰი)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: მაიკლ ოლისე.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბებრებში პირველი მესია, მერეა რონალდო

ჩვენი ჩემპიონები: ბაზაძემ და კინწურაშვილმა ევროპულ თამაშებზე ოქროები აიღეს