სანდრო ბაზაძე მსოფლიოს საუკეთესო მოფარიკავეთა შორის მესამე ადგილზეა.
მადრიდში დასრულებული მსოფლიო თასის შემდეგ, FIE-მ (ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაცია)ინდივიდუალური რეიტინგი განაახლა, რომლის მიხედვითაც საქართველოს საუკეთესო მოფარიკავე მსოფლიო რეიტინგში მესამე პოზიციაზე დაბრუნდა და მხოლოდ ორ სამხრეთ კორეელს ჩამორჩება.
სანდრომ უკან ჩამოიტოვა სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, უნგრელი არონ ზილაგი.
შეგახსენებთ, მადრიდის მსოფლიო თასზე სანდრომ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
GIPHY App Key not set. Please check settings