in

სალომე ზურაბიშვილი: მაისაშვილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მაისაშვილი, რომელსაც კორონავირუსი სამხრეთ აფრიკაში ნაკრების საზაფხულო სერიის დროს დაუდასტურდა, იოჰანესბურგის კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება და ექიმები პროგნოზს ვერ აკეთებენ.

“ბორჯღალოსნების” მთავარი მწვრთნელის მდგომარეობის შესახებ, სოციალურ ქსელში პოსტი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოაქვეყნა.

“საქართველოს რაგბის ნაკრების მწვრთნელის – ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ბოლო ორი დღეა დამატებით გართულებები არ ჰქონია, თუმცა მანამდე ყველა შესაძლო გართულება ჰქონდა. ექიმები პროგნოზს ვერ აკეთებენ.

ერთ-ერთ საუკეთესო კერძო კლინიკაშია იოჰანესბურგში – Milpark hospitals. ადგილზე არის მაღალტექნოლოგიური მკურნალობის სრული შესაძლებლობა, ამიტომ ოჯახმა სადმე გადაყვანის გადაწყვეტილება არ მიიღო.

ჩართულია ჩვენი ელჩი ბექა დვალი, ძალიან ეხმარება. იქ ადგილზე ქართველი ექიმია, ვახტანგ რეხვიაშვილი, ძალიან წარმატებული და ავტორიტეტული ექიმია და მისი კონტაქტებითაც მაქსიმალური ყურადღება აქვს. მოკლედ, რაც შესაძლებელია ყველაფერს უკეთებენ. ვუსურვოთ გამოჯანმრთელება”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ესპანეთი საქართველოს ბადახოსში უმასპინძლებს

აფრინდა, აფრინდა მესი აფრინდა, მაგრამ სად გაფრინდა – დღეს პარიზში უნდა იყოს, მაგრამ არგენტინაში წავიდაო