in ,

სალაჰმა ჩემპიონთა ლიგის ისტორია დაწერა: ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიქი!

6 წუთი და 12 წამი – ზუსტად ეს დრო დასჭირდა მოჰამედ სალაჰს “რეინჯერსის” კარში სამი ბურთის გასატანად!

აქამდე ჩემპიონთა ლიგის რეკორდი ბაფეტიმბი გომისს ეკუთვნოდა, რომელმაც “დინამო ზაგრებს” 2011 წელს “ლიონის” მაისურით 8 წუთში გაუტანა სამჯერ. ნიშანდობლივია, რომ ფრანგებმა ხორვატებს 7:1 მოუგეს და გუშინ “აიბროქსე” “ლივერპულმა”, სწორედ 7:1 გაიმარჯვა.

ძალზე ცუდ ფორმაში მყოფმა სალაჰმა კი ერთმანეთზე ლამაზი გოლები გაიტანა და შეკითხვაც დაისვა – დაბრუნდა? – არ ვიცით, მაგრამ კვირას, ენფილდზე “ლივერპული” “სიტია” და მერსისაიდელები ამ მატჩს ჩინებულ ხასიათზე ხვდებიან!

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩა სერია ა-ს ყველა ფეხბურთელს ჯობია

ინგლისი შესაძლოა ტუხელს ჩააბარონ