in

სალაჰი დარჩა: ლივერპულმა ეგვიპტელი 2025 წლამდე დაიტოვა

გასული სეზონის სტარტიდან მოყოლებული „ლივერპულის“ გულშემატკივართა ძირითადი საუბრის თემა მო სალაჰის კონტრაქტი გახლდათ. სალაჰი, რომელიც „ლივერპულს“ 2017 წელს „რომადან“ შეურთდა და 254 მატჩში 156! გოლის გატანა მოახერხა. მისი კონტრაქტი 2023 წელს იწურებოდა და ბევრმა იფიქრა, რომ სალაჰი გუნდს დატოვებდა.

მაიკლ ედვარდსის წასვლამ კი ეს ფიქრები გაამძაფრა, რადგან მომ ყველა შეთავაზება დაბლოკა. მისი მოთხოვნა მარტივი იყო – 500 000 გირვანქა კვირაში. მერსისაიდელთა სტრუქტურა კი ასეთ ხელფასს უბრალოდ არ გულისხმობს. პირველ რიგში იმიტომ, რომ ტოპ-6 ში წითლებს ყველაზე დაბალი სახელფასო ჭერი აქვთ და აქ ვერ შეხვდებით 300-400 ათასიან მოთამაშეებს. მთავარი საფიქრალი ის იყო, რომ სალაჰის მოთხოვნის დაკმაყოფილება სხვა მოთამაშეების პროტესტს გამოიწვევდა და გასახდელში სიტუაცია აირეოდა, თუმცა ჯულიენ უორდმა ყველაფერი დაალაგა…

მაიკლ ედვარდსის შემცვლელმა მოახერხა და სალაჰი 350 000 გირვანქაზე დაიყოლია და კონტრაქტიც საზეიმო თან რეკრეაციულ ვითარებაში გაფორმდა. მოს იმდენად სურდა გუნდში დარჩენა, რომ მოთხოვნები ცოტათი შეკვეცა. ის „ლივერპულის“ ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდა. წავიდა მანე, მაგრამ სალაჰი, სალაჰია…

2025 წლამდე „ლივერპულმა“ სალაჰი გაინაღდა, თან რაოდენ ჭკვიანური კონტრაქტია დააკვირდით: კონტრაქტის ამოწურვისას სალაჰი 33 წლის იქნება და თუკი მისი სათამაშო ფორმა ხელფასს აღარ შეესაბამება, უმალ შემცირებულ კონტრაქტს მიიღებს. ასეთია „ლივერპულის“ მართვის სტილი და ამიტომაცაა ეს გუნდი ფინანსურად ერთ-ერთი გამორჩეული.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ყველაფერს გავამხელ: შაკირა პიკეს პირადი დეტალების გასაჯაროებით ემუქრება – დიდი ომი იწყება

იტალიამ რეიტინგშიც გაგვასწრო…