მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი ფართოვდება და დეტალებიც ცნობილი ხდება. თუ გახსოვთ, რამდენიმე თვის წინ ფიფამ გადაწყვიტა, რომ 2025 წლიდან მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზეც 32 გუნდი ათამაშოს.
ახლა კი ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ გამოაცხადა, რომ თუ რამდენი გუნდი ეყოლება თითოეულ კონტინენტს მსოფლიო ჩემპიონატზე:
ევროპა – 12
სამხრეთ ამერიკა – 6
აფრიკა – 4
აზია, კონკაკაფი და ოკეანეთი – 1 .
დარჩენილ ერთ ადგილსაც მიიღებს მასპინძელი ქვეყნის კლუბი.
ახალი ფორმატით პირველი ტურნირი 2025 წლის ივნის-ივლისში გაიმართება.
რაც შეეხება მომდევნო გათამაშებას, მას საუდის არაბეთი უმასპინძლებს და ტურნირი ძველი ფორმატით 12-22 დეკემბერს ჩატარდება.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი სამი ქვეყანა – კანადა, მექსიკა და აშშ – უკვე არიან მუნდიალზე დაშვებული.
GIPHY App Key not set. Please check settings