რობერტო მარტინესს დიდი თავისტკივილი გაუჩნდა. ბელგიელთა დამრიგებელს კანადასთან გასამართი მატჩის წინ შეტევის ავანგარდი, რომელუ ლუკაკუ გამოაკლდა, რომელიც გადასარევი სეზონით ვერ დაიტრაბახებს, მხოლოდ 1 გოლი სერია ა-ში (მისი საგაც გეხსომებათ ზაფხულში, როცა ყველაფერი იღონა ჩელსის დასატოვებლად) თუმცა, რომელუ ლუკაკუ ბელგიისთვის უდიდესი ძალაა.
“მას პროგრესი აქვს და ჩვენც გეგმას მივყვებით. აჩქარება არ ღირს, რადგან ასე, შესაძლოა, მისი მომავალ მატჩებში თამაშიც კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ. ჰო, ვერტონგენისა და მუნიეს თამაშიც საეჭვოა, მაგრამ ვნახოთ”.
ბელგიის ნაკრები კი საქმეში დღეს ჩაერთვება კანადის წინააღმდეგ. მატჩი 23:00-ზე დაიწყება.
GIPHY App Key not set. Please check settings