ხვადასხვა იტალიური მედიასაშუალების ინფორმაციით, “ტორინო” საბა საზონოვის გაყიდვას აპირებს. ახლახან “გრანატა” რაულ ბელანოვას დაემშვიდობა, ხოლო შემდეგი სწორედ საქართველოს ნაკრების მცველი შეიძლება აღმოჩნდეს.
საბამ ვერა და ვერ მოიპოვა ადგილი “ტორინოს” ძირითად შემადგენლობაში. ერთი წლის წინ ის 3 მილიონად იყიდეს მოსკოვის “დინამოსგან”. ტურინელები მზად არიან, 22 წლის ცენტრალური მცველი ამავე ფასად გაასხვისონ.
ვფიქრობთ, არ იქნება ცუდი, თუ საზონოვი სერია B-ში მიიღებს პრაქტიკას – მოძებნის ისეთ კლუბს, სადაც ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახდება. იტალიელებმა იციან მცველებთან მუშაობა და თუ მის შესაძლებლობა არსებობს, საბამ ის უნდა გამოიყენოს.
lelo.ge
GIPHY App Key not set. Please check settings