in

საზონოვი ტორინოში რჩება, მაგრამ მის კონკურენტს ყიდულობს

იტალიურმა “ტუტოსპორტმა” საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველ საბა საზონოვზე დაწერა. როგორც პოპულარული გამოცემა წერს, “ტორინოს” იმის გამო სურს გამოცდილი მცველის, ხორვატი მარტინ ერლიჩის დამატება, რომ საქართველოს ნაკრების მცველი ჯერაც არ არის მზად მუდმივად ძირითად შემადგენლობაში სათამაშოდ.

“გუნდში არის ცენტრალური მცველი საბა საზონოვი. ის ჯერ მხოლოდ მეორე წელია, რაც კლუბშია. ამდენად, მასზე დიდი პასუხისმგებლობის დაკისრებამ, შესაძლოა, მისი “გადაწვის” საფრთხე შექმნას.

ერლიჩი ზუსტად ისეთი ფეხბურთელია, ვინც შეიძლება გუნდს გამოადგეს. მით უმეტეს, თუ ასევე შეუძლებელი იქნება დაყრდნობა ნიდერლანდელ მცველ სხუურსზე”, – წერენ იტალიელები.

გასულ სეზონში საბა საზონოვმა 12 შეხვედრაში დაიცვა “ტორინოს” ღირსება. სავარაუდოდ, მას მომავალ სეზონში გაცილებით მეტი სათამაშო პრაქტიკა ექნება. “ტორინო” ოთხმა მცველმა დატოვა – ალესანდრო ბონჯორნომ (“ნაპოლიში” წავიდა), კოფი ჯიჯიმ, რიკარდო როდრიგესმა და მატეო ლოვატომ.

lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვერნაძემ გაიტანა და მწვრთნელს მისი ეიმედება

წიტაიშვილი ესპანურ გუნდში მიდის