in

საზონოვი იჯარით ემპოლიში გადადის

რამდენიმე დღის წინ ნათელი გახდა, რომ საბა საზონოვი „ტორინოში“ ადგილს წელსაც ვერ დაიკავებდა. ახლა კი გავრცელდა საკმაოდ კარგი ინფორმაცია. ქართველი მცველი რჩება იტალიაში, თანა სერია ა-ში და იჯარის წესით ეს სეზონი „ემპოლიში“ იქნება. გუნდები უკვე შეთანხმდნენ.
ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს.

ამ გუნდების გარიგება მარტო ჩვენიანს არ ეხება. „ემპოლი“ ტურინული გუნდიდან დროებით პიეტრო პელეგრისაც წაიყვანს, ხოლო თავად ვალუკევიჩს დაუთმობს.

აღსანიშნავია, რომ „ემპოლის“ სურვილის შემთხვევაში საზონოვის გამოსყიდვის უფლება ექნება, რასაც თავად ფეხბურთელიც არ ეწინააღმდეგება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ტოპ 5 ყველაზე ლამაზი სპორტსმენი მსოფლიოში

ნაპოლიმ ხვიჩას ახალი კონტრაქტი შესთავაზა: 5 მილიონი და ბონუსები