საბა საზონოვმა მშვენიერი ევროპის ჩემპიონატი ჩაატარა ახალგაზრდებს შორის, მან მაღალი შეფასება დაიმსახურა და ტურნირის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. ამის შემდეგ ქართველი მცველის მიმართ ყურადღებამ უფრო იმატა და დაიწერა იტალიურ კლუბებზე. მანამდე კი ცნობილი იყო „ჰამბურგის“ სურვილზე. ახლა გამოჩნდა კიდევ ერთი ცნობილი კლუბი – „გალათასარაი“. თურქული გრანდი ფეხბურთელის გარემოცვას უკვე დაუკავშირდა, თუმცა ჯერ არ ჰქონია კონტაქტი მოსკოვის „დინამოსთან“, სადაც თამაშობს კიდეც საზონოვი.
იმედია, საბა მალე დააღწევს თავს იზოლაციაში მოქცეულ რუსეთის ჩემპიონატს და კარგ ჩემპიონატში გააგრძელებს კარიერას.
GIPHY App Key not set. Please check settings