in

ოლიმპიური კომიტეტი სპორტსმენებს ვაქცინებს გადასცემს: აცრა სავალდებულო არაა

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც ყველასთვის კარგად ცნობილი მიზეზის გამო გადაიდო და წელს აგვისტოში იმართება, ბევრი რამ სხვანაირად იქნება. ყველაზე სამწუხარო რაცაა, ყველაზე მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებას უცხოელი მაყურებლები ვერ დაესწრებიან. დღეს კი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტურნირამდე თითოეული სპორტსმენი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი მონაწილე ქვეყნებს “ფაიზერისა” და “ბიონტეკის” ვაქცინებს გადასცემს. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის facebook გვერდი აცრცელებს.

“Pfizer-ის და BioNTech-ის საჩუქარი ტოკიო 2020-ის მონაწილეებს.

წარმატებული და უსაფრთხო ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩასატარებლად, საერთაშორისო ოლიმპურმა კომიტეტმა (IOC) ამერიკულ კომპანია Pfizer-თან და მის გერმანულ პარტნიორ BioNTechSE-თან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რაც ტოკიო 2020 მონაწილე ოლიმპიელების COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

IOC-ის ცნობით, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტები, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაწესებული რეგულაციების შესაბამისად, ვაქცინის განაწილებას კოორდინაციას გაუწევენ.

„მოვუწოდებთ ათლეტებს და თამაშებში მონაწილეებს, სხვებს მაგალითი მისცენ და იქ აიცრან, სადაც და როდესაც ეს შესაძლებელია.

ეს იქნება ძლიერი ნიშანი იმისა, რომ ვაქცინაცია არა მარტო საკუთარი ჯანმრთელობისთვის ზრუნვაა, არამედ სოლიდარობის გამოხატულებაცაა სხვა ადამიანების მიმართ.

გვინდა მადლობა გადავუხადოთ Pfizer-ს და BioNTech- ს გულუხვი შემოწირულობისთვის, რაც თამაშების სპორტსმენთა და მონაწილეთა ვაქცინაციის მხარდაჭერას ითვალისწინებს“, – განაცხადა IOC-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა.

ეს წერია საქართველის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში.

ასევე განცხადებაში წერია, რომ თამაშებში მონაწილეობისთვის ვაქცინაცია სავალდებულო არ არის, თუმცა ოლიმპიადის ორგნიზატორები იმედოვნებენ, სპორტსმენთა აბსოლუტური უმრავლესობა გამოიყენებს ამ შესაძლებლობას და ტოკიოში აცრილი ჩავა.

კორონავირუსის პანდემიის გამო ერთი წლით გადავადებული XXXII ტოკიოს ოლიმპიური თამაშები ჩატარდება წლეულს, 23 ივლისი – 8 აგვისტოს ჩათვლით.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მჭედლიძემ ბათუმის დინამო დატოვა

ინგლისელები აბუნტდნენ: ფინალი შესაძლოა ასტონ ვილას სტადიონზე ჩატარდეს