საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე ჩრდ მაკედონია 2:0 დაამარცხა, ჯგუფში პირველობა გაინაღდა და B დივიზიონშიც აღზევდა. ჩვენი გუნდის მთავარი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია საკმაოდ წნეხის ქვეშ ჰყავდა მეტოქეს, შესაძლოა საუკეთესო თამაშიც არ ჰქონია, მაგრამ ხვიჩამ თავისი მაინც გააკეთა – პირველი (ავტო)გოლი სწორედ მის აქტიურობას მოჰყვა, ხოლო მეორე თავად შეაგდო. ამის გამო ჩვენიანმა საერთო სტატისტიკა გაიუმჯობესა და ერთა ლიგაზე გამორჩეული ფეხბურთელია.
5 მატჩი, 4 გოლი, 2 ასისტი, 1 გამომუშავებული პენალტი, დასარტყამად მიცემული 2.3 პასი.
საინტერესოა, რომ კვარაცხელიას ერთა ლიგაზე მხოლოდ ერლინგ ჰოლანდი უსწრებს, რომელსაც 5 გოლი აქვს.
გავიხსენოთ, რომ 21 წლის ქართველმა „ნაპოლის“ 9 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი მიითვალა.
და კიდევ: ხვიჩას არ წაუგია მარტის შემდეგ. მაშინ კი ჯერ კიდევ რუსეთში იყო, „რუბინმა“ 1:6 წააგო ცსკა-სთან. მას მერე ხვიჩამ ბათუმში ითამაშა, იტალიის ჩემპიონატში, ჩემპიონთა ლიგაზე, საქართველოს ნაკრებში… ვერ უგებენ და რა უნდა ქნა…
GIPHY App Key not set. Please check settings