in ,

საბურთალო ვალენსიას ფეხბურთელებს დაიმატებს

საფეხბურთო კლუბ “საბურთალოსა” და “ვალენსიას” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

კლუბებს შორის აღნიშნული მემორანდუმი მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლებას, ფეხბურთელთა გაცვლა-გამოცვლას და და სხვა საინტერესო საკითხებს ითვალისწინებს.

ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ზაფხულში კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე “საბურთალოს” ექნება შესაძლებლობა “ვალენსიას” 23-წლამდელთა გუნდიდან 4 ფეხბურთელი დაიმატოს, რომლებიც ქართულ კლუბს ევროსარბიელზე დაეხმარებიან.

“საბურთალომ” ეროვნული ლიგის განვლილი სეზონი მე-4 ადგილზე დაასრულა, თუმცა საქართველოს თასი მოიგო და ლევან კორღალიძის გაწვრთნილი გუნდი ზაფხულში საქართველოს კონფერენს ლიგაზე წარადგენს. გეტყვით იმასაც, რომ თბილისური კლუბი ასპარეზობაში პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება და განუთესავი იქნება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რუბინის გენერალური დირექტორი: ხვიჩა გუნდში რჩება

შუშიაშვილის ბრწყინვალე მატჩი დინამოს წინააღმდეგ: ქართული გუნდის მორიგი მარცხი