in

საბა ხვადაგიანი მაკაბიმ ოფიციალურად წარადგინა

თბილისის „დინამოს“ მცველი საბა ხვადაგიანი ისრაელში გადავიდა და მისმა ახალმა კლუბმა ქართველი ახალწვეული ოფიციალურად წარადგინა. ნეთანიის „მაკაბიმ“ ამის შესახებ თავის გვერდზე დაწერა.

„გაცნობებთ, რომ კონტრაქტი გავაფორმეთ ქართველ მცველთან, საბა ხვადაგიანთან. ის მეორე ფეხბურთელია, ვინც ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბს შემოუერთდა.
საბა სიმაღლით 186 სანტიმეტრია და მცველის პოზიციაზე თამაშობს. 21 წლის ფეხბურთელი „დინამოს“ რიგებში ხუთი წელი გამოდიოდა. არის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი, რომლის შემადგენლობაშიც 16 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.
18 წლის ასაკში ერთი მატჩი ჩაატარა ეროვნულ ნაკრებში ბულგარეთის წინააღმდეგ.
ხვადაგიანი სისტემატურად თამაშობდა „დინამოში“, გუნდში დაფასებული მოთამაშე გახდა და დიდი ყურადღება მიიქცია“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

უოტფორდმა ჩაკვეტაძე გამოისყიდა: მიზანი პრემიერლიგაა

ზურიკო ტურის სიმბოლურშია