in ,

საბა საზონოვის მამამ შვილი დაიცვა: ის მოღალატე არ არის

არ ვიცით, ვინ ატეხა აჟიოტაჟი იმასთან დაკავშირებით, რომ საბა საზონოვი საქართველოს 21 წლამდე ნაკრებშია გამოძახებული და მანაც თანხმობა განაცხადა, მაგრამ გუშინ მამამისმა ამ გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა:

“რატომ არის საბა მოღალატე? საბა დაიბადა ოჯახში, სადაც დედა ქართველია, მამა კი – რუსი. ორი სამშობლო აქვს, ორივე ქვეყანაში ცხოვრობდა, ორ ენაზე ლაპარაკობს. პირველ კლასში საქართველოში სწავლობდა, შემდეგ რუსეთში. საფეხბურთო კარიერის გამო მოქალაქეობის არავითარ შეცვლას ადგილი არ ჰქონია, საქართველოს მოქალაქე იქამდე დიდი ხნით ადრე იყო, ვიდრე ფეხბურთით დაკავდებოდა.

ერთხელ იყო შემთხვევა, როდესაც რუსეთის 17 წლამდელებში გამოიძახეს, მაგრამ კოვიდის გამო ვერ მოხვდა. ამის შემდეგ არაფერი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კი 2021 წლიდან აქტიურად არწმუნებდა, რომ საქართველოში თამაში პერსპექტივის შემცველი იყო და ა.შ. რუსებისგან მსგავსი არაფერი ყოფილა. ბოლო წვეთი მისი გაფართოებულ შემადგენლობაში არ მოხვედრა იყო. რომელ მოღალატეობაზეა საუბარი? მას ყოველთვის სურდა რუსეთის ეროვნულ ნაკრებში თამაში, მაგრამ იქიდან, მხოლოდ ადმინისტრატორი გვიკავშირდებოდა და მეტი არავინ.

მოკლედ, საბამ ორი სამშობლოდან ერთ-ერთი აირჩია და მისგან კრიმინალს ნუ გამოიყვანთ” – ასე დასრულდა საზონოვის მამის ინტერვიუ.

ერთი რამ კი სათქმელია, რომ 21 წლამდე ნაკრებში თამაში არ არის იმის გარანტი, რომ საბა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ითამაშებს. რუსეთმა რომ გამოიძახოს, ჩვეულებრივად შეუძლია ითამაშოს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კავაზაშვილი: უეფა და ფიფა ამერიკის შიშით უკანალებს უფრთხილდებიან

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ლიეტუვა დაამარცხა