Sofascore-მა თურქეთის სუპერლიგის 30-ე ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ნაკრების და თურქული “ჰათაისპორის” ნახევარმცველი საბა ლობჟანიძეც მოხვდა.
საბას “ჰათაისპორმა” განვლის ტურში “ბეშიქთაშს” 1:1 ეთამაშა. 42-ე წუთზე საბა ლობჟანიძემ ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმით ცხრიანში ჩაუსვა ბურთი მეკარეს.
ვიდეო: საბა ლობჟანიძის ბრწყინვალე გოლი ბეშიქთაშის კარში
საბა ლობჟანიძემ sofascore-სგან 7.4 შეფასება დაიმსახურა.
საბა ლობჟანიძეს მიმდინარე სეზონში 8 გოლი და 8 საგოლე პასი აქვს.
GIPHY App Key not set. Please check settings