მიმდინარე სეზონში, თუქეთის სუპერლიგაში “ჰატაისპორი” ბრწყინვალე ფორმაშია და ასევე ჩინებულად თამაშობს “ჰატაისპორის” ქართველი შემტევი საბა ლობჯანიძე, რომელიც თავის გუნდში ერთ-ერთი ლიდერი და გამორჩეულია.
“ჰატაისპორს” თურქეთის სუპერლიგაში 12 ტურის შემდეგ, მეორე ადგილზე იმყოფება და ჩემპიონობისთვის ბრძოლის ერთ-ერთი პრეტენდენტია. მე-11 ტურის შეხვედრაში “ჰატაისპორმა” სწორედ საბა ლობჟანიძის გოლით შეძლო “ბეშიქთაშის” დამარცხება.
ლობჟანიძეს ეს კარგი თამაში ისევ დაუფასდა და Bein sports-მა მე-11 ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.
26 წლის გარემარბმა მიმდინარე სეზონში სუპერლიგის 10 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.
GIPHY App Key not set. Please check settings