in

საბამ საათს დახედა: პირველი გოლი ამერიკაში, ვარსკვლავების წინააღმდეგ არაბეთში – ლეგიონერები

ქართველმა ლეგიონერებმა და მათმა გუნდებმა მორიგი მატჩები ითამაშეს. მშვენიერი გამოდგა საბა ლობჟანიძის ამერიკული დებიუტი. ქართველმა გოლი გაიტანა, მისმა „ატლანტამ“ კი 4:0 მოიგო.
ლობჟანიძე სამუშაოს ვიზას ელოდა და ამერიკაში რამდენიმე დღის ჩასულია, მაგრამ ამას თავის გამოჩენაში ხელი არ შეუშლია.
„ატლანტამ“ აღმოსავლეთ კონფერენციის 26-ე ტურში „ნეშვილს“ უმასპინძლა. ლობჟანიძე სათადარიგოებში იყო და მოედანზე 61-ე წუთზე შევიდა, 87-ე წუთზე კი სადებიუტო გოლიც გაიტანა.
ლობჟანიძემ საჯარიმოში ტიაგო ალმადას პასი ქუსლით მისცა, მან ჩვენიანს ბურთი დაუბრუნა და საბამ ქუსლით გაიტანა. გოლი კი მისთვის დამახასიათებელი ჟესტით აღნიშნა – საათზე ანიშნა, რომ საბას დროა.

ზურიკო დავითაშვილის „ბორდომ“ ლიგა 2-ის ლიდერს, „ამიენს“ უმასპინძლა და 2:0 მოუგო.
დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და საკმაოდ კარგი შეფასება მიიღო – 7.0.
36-ე წუთზე ჩვენიანი გააფრთხილეს.
ამ მოგებით „ბორდომ“ 4 ტურის შემდეგ 6 ქულა დააგროვა (1 ქულა დაკლებული აქვს) და მე-6 ადგილზე აინაცვლა.

ავსტრიაში, ოთარ კიტეიშვილი „შტურმის” ძირითად შემადგენლობაში იყო „ლინცთან“ მოგებულ საშინაო შეხვედრაში – 4:1.

ლიდერ „ზალცბურგთან” საშინაო შეხვედრაში „ვოლფსბერგერის” ძირითადში იყო სანდრო ალთუნაშვილი – 1:2.

5 ტურის შემდეგ „შტურმი“ 13 ქულით მე-2 ადგილზეა, ხოლო ალთუნაშვილის „ვოლფსბერგერი“ 6 ქულით მე-6-ზე.

იტალიაში ჩვენებს არ უთამაშიათ.
გიორგი კვერნაძის „ფროსინონემ“ „ატალანტას“ უმასპინძლა და 2:1 მოუგო.
ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.

ზედიზედ მეორე შეხვედრაა ლუკა ლოჩოშვილი არ თამაშობს „კრემონეზეს“ შემადგენლობაში, რომელმაც სერია B-ში „ბარის“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.

საუდის არაბეთში საბა კვირკველიას „ალ ახდუდი“ ძლიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ „ალ აჰლის“ ესტუმრა და 0:1 წააგო. კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა და 6.5 დაიმსახურა. მას მოუწია „ბარსელონასა“ და „მილანის“ ყოფილი ნახევარმცველის ფრანკ კესის (გოლის ავტორი), „ლივერპულის“ ყოფილი ფორვარდის, რობერტო ფირმინოს (პასის ავტორი), ასევე „სიტის“ ექსშემტევის რიად მაჰრეზის წინააღმდეგ თამაში.

ესპანეთში, ლა ლიგა 2-ში, გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტე“ „კარტახენას“ ესტუმრა და 1:0 მოუგო. ეს ერთადერთი გადამწყვეტი გოლი კი ქართველის ანგარიშზეა.
25-ე წუთზე ქოჩორაშვილი საჯარიმოში კარგად გაიხსნა და ახლო მანძილიდან გაიტანა.
ქართველი ნახევარმცველი პირველ ტაიმში გააფრთხილეს, ხოლო 70-ე წუთზე შეცვალეს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საჭირო გაკვეთილი და რეპეტიცია მსოფლიოს წინ: საქართველომ შოტლანდიასთან მეორე ტაიმში წააგო

თეორიულად ვიცით როგორ უნდა ვეთამაშოთ სლოვენიას: კომენტარები – ვიდეო