in

რუსთავი და ცხუმ-აფხაზეთი ფინალს მიუახლოვდნენ

საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატში რეგულარული სეზონი დასრულდა და ყველაზე საინტერესო დაიწყო.

ნახევარფინალური სერიის პირველ შეხვედრაში რეგულაური სეზონის ლიდერმა “რუსთავმა” “კაქტუსს” უმასპინძლა და 89:77 დაამარცხა. მატჩი ანატოლი ბოისას გაწვრთნილი გუნდის უპირატესობით წარიმართა და მათ საბოლოო გამარჯვებაც მოიპოვეს.

“რუსთავის“ გუნდში 24 ქულით და 11 მოხსნით საუკეთესო შედეგი ჯილან ვაშინგტონმა დააფიქსირა. “კაკტუსში“ კი 20 ქულითა და 5 პასით საუკეთესო იყო სანდრო სანაძე იყო.

მეორე ნახევარფინალურ წყვილში კი, ერთმანეთს “ცხუმ-აფხაზეთი” და თბილისის “დინამო” დაუპირისპირდნენ. მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და “ცხუმ-აფხაზეთის” გამარჯვებით 89:82 დაამარცხა. გამარჯვებულებს 10 ქულით, 12 მოხსნითა და 4 პასით ალექსანდრე ფევაძემ ულიდერა.

შეგახსენებთ, ნახევარფინალური სერია ორ მოგებამდე გრძელდება. მეორე მატჩები დღეს გაიმართება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ო, როგორ უმართლებს ატლეტიკოს (37-ე ტური)

ტოჩინოშინი უარყოფითი ბალანსის ზღვარზე: ქართველი მიოგირიუსთან დამარცხდა