„რუბინის“ ქართველმა ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელია „ტელეიმედთან“ კარიერის განვითარებაზე აზრი გამოთქვა. ამის შესახებ რუსულმა საიტებმაც დაწერეს და აი ამ მონაკვეთზე გაამახვილეს ყურადღება.
„მამუკა ჯუღელი (ფეხბურთელის აგენტი) მამაჩემის ახლო მეგობარია, ჩვენ ხანგრძლივი ურთიერთობები გვაქვს. ის დიდ როლს თამაშობს – ყველაფერი დამოკიდებულია მასზე და ჩემზე. მას 100%-ით ვენდობი, და დარწმუნებული ვარ, ის ჩემთვის საუკეთესო გადაწყვეტილებას მიიღებს.
არ მიმაჩნია, რომ რუსეთში თამაშით რეგრესს განვიცდი, ამ ჩემპიონატში მოვუმატე. გამოცდილება მივიღე, უფრო მომზადებული ვარ ფიზიკურად. ყველას საკუთარი აზრი აქვს, მაგრამ მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ“, – თქვა ქართველმა შემტევმა Sport Imedi-ის ეთერში.
ამ სეზონში 20 წლის ფეხბურთელმა რუსეთის ჩემპიონატში 15 მატჩი ითამაშა და 1 გოლი შეაგდო.
GIPHY App Key not set. Please check settings