სპორტში რუსეთის სანქციებს ჭიდაობაც შეუერთდა.
ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან კონსულტაციის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება, რომ რუსი და ბელარუსი სპორტსმენები მოიკვეთონ ყველა ღონისძიებიდან. მათ შორის, ისინი მონაწილეობას ვერ მიიღებენ ვერც მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე და ოლიმპიადისთვის სხვა სალიცენზიო ტურნირებზე. ასევე გაუქმდა რუსეთსა და ბელარუსში დაგეგმილი ყველა საერთაშორისო ტურნირი.
სანქციები რუსეთის და რუსების წინააღმდეგ: უბრალოდ სიას ჩახედეთ
ანუ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უახლოეს ტურნირებზე ჭიდაობის ორი მსოფლიო ვარსკვლავი რომან ვლასოვი და ზაურბეკ სიდაკოვი მონაწილეობას ვერ მიიღებენ.
GIPHY App Key not set. Please check settings