in ,

რუბინის სპორტული დირექტორი: სლუცკის უხარია, რომ ხვიჩას განვითარებაში წვლილი შეიტანა

ოლეგ იაროვინსკი, “რუბინის” სპორტული დირექტორია და გუშინ “sports.ru”-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლურ ბენეფისზე ისაუბრა.

“როდესაც მის ფეხბურთს ვუყურებ, უბრალოდ მიხარია. მიხარია, რომ ორი წლის განმავლობაში მასთან ერთად ვმუშაობდი. ლეონიდ სლუცკი კი გახარებულია, რომ ხვიჩას პროგრესს საკუთარი ხელი დაატყო – ეს მწვრთნელის საქმეა.

მახსოვს პირველი ვარჯიშის შემდეგ, 2020 წლის იანვარში, როდესაც თურქეთში შეკრებაზე ვიყავით და ოთახში მე, სლუცკი და ჯუღელი ვისხედით, ლეონიდმა თქვა, რომ ამ ფეხბურთელის შესაძლებლობებს ლიმიტი არ აქვს და ჩემი ვალი ისაა, რომ ტოპ მოთამაშედ ვაქციოო”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩემი გზა არ დამთავრებულა: რონალდოს ევრო 2024-ზე თამაში უნდა

საზონოვის შემდეგ მარადიშვილიც?