საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა გამართა და აზერბაიჯანის ნაკრები 3:2 დაამარცხა.
ისტორიული გამარჯვების შემდეგ, Sport4me.ge-სთან ექსკლუზიური კომენტარი საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა რონინიომ გააკეთა.
“ენით აღუწერელია ის ემოციები, რომლებსაც ახლა ვგრძნობ. ძალიან ბედნიერი ვარ. საქართველო ჩემი მეორე სახლია და მიხარია, რომ ამ ქვეყნის ნაკრებთან ერთად ისტორიული, დიდი გამარჯვება მოვიპოვეთ.”-გვითხრა რონინიომ
მომდევნო შეხვედრას საქართველო ევროპის ჩემპიონატზე 26 იანვარს ბოსნია-ჰერცოგოვინას წინააღმდეგ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings