“ზოგიერთს ჩემი მანჩესტერ იუნაიტედში თამაში არ უნდოდა. არა მხოლოდ ამ წელს, არამედ გასულ სეზონშიც. თავს მოტყუებულად ვგრძნობ” – ეს კრიშტიანუ რონალდუს სიტყვებია, მაგრამ მხოლოდ ეს რომ იყოს რა უჭირს. “TALK TV”-თვის მიცემული ინტერვიუ, მართლაც სკანდალური აღმოჩნდა.
“იუნაიტედი ჩემს მოშორებას ცდილობდა. არა მხოლოდ მწვრთნელი, არამედ სხვებიც, ვინც კლუბში არიან. ერიკ ტენ ჰაგს პატივს არ ვცემ, რადგან მან ჩემ მიმართ პატივისცემა არ გამოიჩინა”.
ასეთი ინტერვიუს შემდეგ კითხვის ნიშანი არ არსებობს. რონალდუ გუნდს აუცილებლად დატოვებს და ეს, უდიდესი ალბათობით, იანვარში მოხდება.
GIPHY App Key not set. Please check settings