in

რონალდო 5 მატჩია ვერ იტანს: ბოლოს ასეთი სერია 2010 წელს იყო – შეცვლაზე შესვლა კრიშტიანოს საქმე არ არის

კრიშტიანო რონალდომ 2022 წელი საშინლად დაიწყო – “ვულვერჰემპტონის”, “ბრენტფორდის”, “ვესტ ჰემის”, “მიდლსბროსა” და “ბარნლის” წინააღმდეგ 0 გოლით. “მიდლსბროსთან” მან 11-მეტრიანის რეალიზებაც ვერ შეძლო.

ბოლო თამაშში “ბარნლისთან” რონალდო მოედანზე 68-ე წუთზე გამოჩნდა და შედეგიანი არაფერი შემოუთავაზებია, პირიქით ხუთ მატჩამდე გაზარდა უგოლო სერია.

სხვათა შროის, ბოლოს გოლი რონალდომ სწორედ “ბარნლისთან” გაიტანა, 30 დეკემბერს (3:1).

დიახ ხუთი თამაში უგულოდ! პორტუგალიელებისთვის მსგავსი საშინელი სერია ბოლოს 2010 წელს მოხდა. მაშინ კრიშტიანო “რეალში” გამოდიოდა, თუმცა მაშინდელი 5-მატჩიანი მშრალი სერია ზაფხულის მონაკვეთზე ანუ შესვენებაზე მოდის.

2010-დან 2022 წლამდე კრიშტიანო თებერვლის დასაწყისამდე მინიმუმ 20 გოლის გატანას ახერხებდა.

ასევე უნდა ითქვას, რომ რონალდო გოლს ვერ იტანს პრემიერლიგის ბოლო 10 მატჩში, როდესაც შეცვლაზე შედის. ბოლოს მან გოლის შეგდება 2006 წელს მოახერხა.

საინტერესოა თავად გუნდის სტატისტიკაც. “მანჩესტერმა” ყველა მატჩი 1:1 ითამაშა, როდესაც რონალდო შეცვლაზე შევიდა. ჯერ “ევერტონთან”, მერე “ჩელსისთან” და ახლა “ბარნლისთან”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გულში ჩიპი მაქვს, რკინის კაცი ვარ: სერხიო აგუერო

კრისტალ პალასის ფანებმა 65 ათასი შეუგროვეს მეტოქე გუნდის მწვრთნელს, რომლის ცოლს სიმსივნე აქვს