„იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო დათანხმდა მიმდინარე ფანჯრის დროს ტრანსფერს.
როგორც Marca იუწყება, კლუბს სურს რთული ფინანსური პირობების გამო სწრაფად დაშორდეს 36 წლის პორტუგალიელს, რომელიც წლიურად 31 მილიონ ევროს იღებს.
აქამდე კრიშტიანოს მთავარ პრეტენდენტად „რეალი“ მიიჩნეოდა, მაგრამ ახლა მადრიდელები კილიან მბაპეს გამო ეკონომიაზე ფიქრობენ. ამჟამად რონალდოზე მთავარი პრეტენდენტია პსჟ, რომელსაც მესის და რონალდოს ერთდ ყოფნა უნდა.
GIPHY App Key not set. Please check settings