in

რონალდო მსოფლიოში ყველაზე მეტს შოულობს: მესიზე 15 მლნ-ით მეტს

„მანჩესტერის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო 2021/22 წლების სეზონის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების სიას ჩაუდგა სათავეში. ეს Forbes-ის ვერისაა.

პორტუგალიელი პირველზე 125 მლნ დოლარით (გადასახადების გამოკლებამდე) მოხვდა. აქედან 70 მლნ ხელფასია და 55 – სარეკლამო კონტრაქტებიდან შემოსავლები.

რონალდოს პსჟ-ს თავდამსხმელი ლეო მესი მიყვება. არგენტინელი 110 მლნ დოლარს იშოვის: 75 – ხელფასი და 35 – სარეკლამო შემოსავლები.

მესამე ადგილი კიდევ ერთ პარიზელს, ნეიმარს უკავია – 95 მლნ (75+20). მეოთხე ისევ პსჟ-ს სუპერვარსკვლავი კილიან მბაპეა (43 მლნ – 28+15).

მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების ტოპ-10:

  1. კრიშტიანო რონალდო («მანჩესტერი») – 125 მლნ დოლარი
  2. ლიონელ მესი («პსჟ») – 110 მლნ
  3. ნეიმარი («პსჟ») – 95 მლნ
  4. კილიან მბაპე («პსჟ») – 43 მლნ
  5. მოჰამედ სალაჰი («ლივერპული») – 41 მლნ
  6. რობერტ ლევანდოვსკი («ბაიერნი») – 35 მლნ
  7. ანდრეს ინიესტა («ვისელ კობე») – 35 მლნ
  8. პოლ პოგბა («მანჩესტერი») – 34 მლნ
  9. გარეთ ბეილი («რეალი») – 32 მლნ
  10. ედენ აზარი («რეალი») – 29 მლნ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები შვედეთთან დამარცხდა

რუსული ვებგვერდი: კვარაცხელია ისეთი ეფექტური აღარაა, როგორც წინა სეზონში