„მანჩესტერის“ თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ ჩემპიონთა ლიგაზე გოლების რეკორდი გაუმჯობესა.
კრიშტიანომ „ვილიარეალისთვის“ გვიანი გოლით საკუთარი ანგარიში 136 გოლამდე გაზარდა. საამისოდ პორტუგალიელს 178 მატჩი დასჭირდა.
მეორე ადგილზე მისი მთავარი მეტოქე ლეო მესია, რომელსაც 121 გოლი აქვს გატანილი 151 შეხვედრაში. არგენტინელს ყველა გოლი „ბარსელონას“ რიგებში აქვს გატანილი, გარდა ბოლოსი, რომელიც პსჟ-ს მაისურით შეაგდო „სიტის“ კარში.
მესამე „ბაიერნის“ ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი გახლავთ – 77 გოლი 98 მატჩში. მეოთე ადგილზეა „რეალის“ ფრანგი მეგოლე ქარიმ ბენზემა – 72 გოლი 132 მატჩში.
გარდა ამისა, რონალდოსთვის „ვილიარეალთან“ მატჩი 178-ე გახდა ჩემპიონთა ლიგაზე. ის ამ მაჩვენებლით ტურნირის ერთპიროვნული ლიდერი გახდა. პორტუგალიელმა „რეალის“ ყოფილ მეკარე იკერ კასილიას გადაასწრო.
რონალდომ ჩემპიონთა ლიგაზე 54-ედ ითამაშა „მანჩესტერის“ მაისურით. მან ასევე 101 მატჩი გამართა „რეალის“ შემადგენლობაში და 23 „იუვენტუსის“ რიგებში. კრიშტიანოს 135 გოლი აქვს გატანილი ლიგაზე.
და კიდევ:
რონალდოს “მანჩესტერში” დაბრუნების შემდეგ ხუთ მატჩში ხუთი გოლი დაუგროვდა.
რონალდოს გოლის ყველაზე გვიანი გამარჯვების გოლია “მანჩესტერისთვის” ლიგაზე.
რონალდოს 12 გოლი დაუგროვდა 90-ე წუთზე ან უფრო გვიან ჩემპიონთა ლიგაზე. მის მდევარ ლეო მესის 6 ასეთი გოლი აქვს.
რონალდოს 41 გამარჯვების გოლი აქვს ლიგაზე, რაც ტურნირის რეკორდია. მესის – 38 მომგებიანი გოლი აქვს.
GIPHY App Key not set. Please check settings