in

რონალდო გაანერვიულეს და ბაიერნზე ფიქრობს

კრიშტიანო რონალდო შესაძლოა გერმანიის ჩემპიონატში აღმოჩნდეს.

As-ის ინფორმაციით, პორტუგალიელმა გადაწყვიტა, რომ აღარ უნდა „მანჩესტერში“ თამაში, რადგან ტროფეის მოგების შანსი იქ ნაკლებია.

37 წლის ფორვარდის აყვანა „ბაიერნს“ შეუძლია. ეს ვარიანტი განიხილება, თუ ამ ზაფხულს ლევანდოვსკი წავა.

რონალდოს გარემოცვამ უკვე იცის მიუნხენელთა ინტერესის თაობაზე.

გარდა ამისა, Metro გადმოცემს, რომ პორტუგალიელ ვარსკვლავს აშფოთებს კლუბის მუშაობა სატრანსფერო ბაზარზე.

ის „ნერვული სტრესის“ ზღვარზეა და ახლო წრეში აღიარებს, რომ ახალ კლუბზე იფიქრებს, თუ მანკუნიანელები უფრო აქტიურები არ გახდებიან.

გასულ სეზონში კრიშტიანომ 18 გოლი გაიტანა პრემიერლიგის 30 მატჩში.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩა საქართველოში საუკეთესოდ აღიარეს: კვარაცხელიამ ხალხი დააბრუნა

მუნდიალზე გუნდებს ფეხბურთელები მოემატებათ