in

რონალდოს უნიკალური რეკორდები: გოლები, გოლები, გოლები…

კრიშტიანო რონალდომ სანაკრებო დონეზე უნიკალური რეკორდი დაამყარა თავისი ასაკის გათვალისწინებით.

პორტუგალიის ნაკრების ფორვარდმა ევრო 2024-ის შესარჩევის შეხვედრაში, 46-ე წუთზე ლიხტენშტეინს გაუტანა (2:0). ეს მისი მე-10 გოლია ნაკრებში 38 წლის ასაკში. ასეთი რამ არავის გამოსვლია.

კრიშტიანო ევრო 2024-ის საკვალიფიკაციოს ბომბარდირთა სიას ჩაუდგა სათავეში. მან თავისი მე-10 გოლით რომელუ ლუკაკუს გაუსწრო.
ახლა რონალდოს ანგარიშზე 41 გოლია შესარჩევის 43 მატჩში. ის ამ მაჩვენებლით რეკორდსმენია.

კრიშტიანომ ნაკრებში 128-ე გოლი გაიტანა და რეკორდი გაანახალა. ის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირთა დავაში 22 გოლით უსწრებს ლეო მესის.

კრიშტიანომ 2023 წელს 46-ე გოლი გაიტანა ყველა ტურნირზე კლუბსა და ნაკრებში. ის მესამე ადგილზეა და ჩამორჩება ჰოლანდს (48 გოლი) და ჰარი ჯეინს (47).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კიდევ ორი მიემატა: ევრო 2024-ის 11 მონაწილე ცნობილია

სირცხვილი: ასეთ დროს ყველას აგდებენ მესის გარდა – შენ მესის… ლეო ორჯერ უნდა გაეგდოთ