კაპიტნის სამკლაური, რომელიც პორტუგალიის ნაკრების სუპერვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ გაზონზე მოისროლა, საქველმოქმედო აუქციონზე გაიყიდა. მოგეხსენებათ, ეს ინციდენტი სერბეთთან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში მოხდა (2:2), როდესაც თამაშის მიწურულს რონალდოს ნაღდი გოლი არ ჩაუთვალეს და სწორედ ამან გააცოფა პორტუგალიის კაპიტანი.
ლოტი 7.5 მლნ სერბულ დინარად (დაახლოებით 63.7 ათას ევრო) გაიყიდა. ყველაზე დიდ ფსონს საბუქმეკერო კომპანია Mozzart Bet ჩამოვიდა.
რონალდოს გადაგდებული კაპიტნის სამკლაური აუქციონზე გაიყიდება
თანხა სერბეთში 6 თვის ბიჭის სამკურნალოდ გადაირიცხება. მას ზურგის კუნთების ატროფიის დიაგნოზი დაუსვეს. საერთო ჯამში, მკურნალობისთვის 2.5 მლნ ევროა საჭირო.
კაპიტნის სამკლაური ორგანიზაცია „ერთად სიცოცხლისთვის“ მეხანძრემ გადასცა, რომელმაც ის მატჩის შემდეგ აიღო.
GIPHY App Key not set. Please check settings