დადის მოსაზრება, რომ ბევრი ფეხბურთელი და მათ შორის რონალდოც, იმის გამო ეწევიან ქველმოქმედებას, რომ უფრო მეტჯერ გამოჩდნენ პუბლიკის წინაშე და რომ გადასახადები მათ მიმართ უფრო ლოიალური იყოს.
ასე მართლა შეიძლება გეფიქრა, ფეხბურთელების ყველა ქმედება რომ სააშკარაოზე გამოეტანათ, მაგრამ ახლა კრიშტიანო რონალდოს რამდენიმე შემთხვევაზე დავწერთ, რაც დიდი ხნის განმავლობაში უცნობი რჩებოდა.
რონალდომ და ჯორჯინამ კიბოთი დაავადებულ 7 წლის ბავშვს ოპერაცია დაუფინანსეს
2016 წელს კრიშტიანომ ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის აღებული საპრიზო ფული გაეროს ფონდში გადარიცხა, ხოლო ევრო 2016-ის მოგებისთვის მიღებული თანხა ბავშვთა კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ფონდს მისცა.
2011 წელს მან გაყიდა „ოქროს ბურთი“ და „ოქროს ბუცი“, ხოლო მიღებული 1.5 მილიონი ევრო პორტუგალიის ღარიბი რაიონებისკენ მიმართა სკოლებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობაზე.
2013 წელს კრიშტიანომ ინგლისელ ჟურნალისტს ცილისწამების საქმე მოუგო და ამ საქმიდან აღებული 165 ათასი დოლარი მშობლიური მადეირას განვითარებას მოახმარა. ერთი წლის შემდეგ კიდევ 100 ათასი გადარიცხა და იქ ბავშვებისთვის ონკოლოგიური ცენტრი გაჩნდა.
2017 წელს პორტუგალიაში ხანძარი იყო, კრიშტიანომ დასახმარებლად ფული გადარიცხა და თან 370 ადამიანის მკურნალობა დააფინანსა.
2012 წელს დაავადებული ბავშვის მშობლებმა რონალდოს წერილი მისწერეს თხოვნით ავტოგრაფიანი მაისურა გაეგზავნა, რათა გაეყიდათ და შვილისთვის ოპერაცია გაეკეთებინათ. კრიშტიანომ დააფინანსა ოპერაცია, სარეაბილიტაციო კურსი და მერე ბავშვს მაისური, ბუცები და ბურთი გაუგზავნა.
მთავარი კითხვა: რატომ არ აქვს კრიშტიანოს ტატუ? საქმე ისაა, რომ პორტუგალიელი დონორია ლეიკემიით დაავადებულებისთვის და ამას რეგულარულად აკეთებს.
ტატუირების შემთხვევაში კი დონორი ვერ იქნები, რონალდოს კი ერთხელ უთქვამს: „ერთხელ გახდით დონორი და შეიძლება ამან 3-4 სიცოცხლე გადაარჩინოს“.
შეგეცვალათ რონალდოზე შეხედულება?
GIPHY App Key not set. Please check settings