ბრიტანელმა ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა პირს მორგანმა აწ უკვე „მანჩესტერის“ ფეხბურთელ კრიშტიანო რონალდოსთან შეხვედრის შესახებ მოყვა, როდესაც კრიშტიანომ აწ უკვე პსჟ-ს ფეხბურთელი ლეო მესი უდიადეს მეტოქედ დაასახელა, ვისაც კი ოდესმე შეხვედრია.
„ვინ არის ყველაზე დიდი ფეხბურთელი, ვის წინააღმდეგაც კი გითამაშია? – ვკითხე მე.
ეს ღამის პირველ საათზე ხდებოდა, ჩვენ სანთლის შუქით განათებულ მისი საყვარელი რესტორნის ტერასაზე ვისხედით ტურინში. მაშინ ის ჯერ კიდევ „იუვენტუსში“ თამაშობდა.
ჩვენ შესანიშნავ იაპონურ კერძს მივირთმევდით, იტალიურ წითელ ღვინოს ვსვამდით (მე ბევრად მეტი დავლიე, ვიდრე მან) და ყველაფერზე ვლაყბობდით, სპორტით დაწყებული და პოლიტიკითა და სერიული მკვლელებით დასრულებული.
დადგა დიდი კითხვის დრო. „მესი“, – გადაჭრით და დაუფიქრებლად მიპასუხა მან.
„მართლა?“ – ვკითხე მე, გაკვირვებულმა, რომ მთავარი მეტოქე დაასახელა.
„უეჭველი. ის საუკეთესოა მათ შორის, ვისთანაც მითამაშია“, – თქვა რონალდომ და გაიცინა. „მაგრამ პირს, შენ არასწორ კითხვას სვამ“.
„კარგი, და რომელია სწორი კითხვა?“
„შენ უნდა მკითხო, ვინ არის ყველაზე დიდი მოთამაშე…“
„ვფიქრობ, მე ვიცი პასუხი“ – ვუპასუხე და თან ვიცინოდი.
ხელი ჩავარტყით. ის მიიჩნევს, რომ საუკეთესოა მათ შორის, ვისაც კი ეს თამაში უთამაშია. მე მას ვეთანხმები“, – დაწერა მორგანმა Daily Mail-ში საკუთარ სვეტზე.
GIPHY App Key not set. Please check settings