პორტუგალიაში კრიშტიანო რონალდოს ორი პირადი მცველის საქმეზე გამოძიება დაიწყეს. ელიტური სპეცრაზმის ორი ყოფილი წევრი – სერჟიო და ჟორჟე რამალეირუ – ავღანეთში მსახურობის შემდეგ სამუშაოდ პორტუგალიის პოლიციის პირად დაცვაში მოეწყვნენ. ტყუპი ძმები პოლიტიკოსებისა და მოსამართლეების უსაფრთხოებას იცავენ.
პარალელურად სერჟიო და ჟორჟე რონალდოს დაცვაში მოხვდნენ და უხელფასო შვებულებაში გავიდნენ. ისინი ფოტოებზე შეამჩნიეს, როდესაც ძმები კრიშტიანოს მანჩესტერის აეროპორტში ეხმარებოდნენ. ახლა ორივეს მიმართ საქმე მიმდინარეობს. ისინი ეჭვმიტანილები არიან არასანქცირებული პირადი დაცვის უზრუნველყოფაში.
გაზეთ Observador-ის მონაცემებით, რამალეირუები რონალდოს გამო დისციპლინარულ სასჯელს მიიღებენ, როგორც კი პოლიციაში დაბრუნდებიან.
GIPHY App Key not set. Please check settings