in

რონალდოს გარეშე რეალის მაისურები 70%-ით ნაკლები იყიდება, მაგრამ პრობლემა ბევრად გლობალურია

სუპერლიგის შექმნის მიზეზების ჩამოთვლისას ფლორენტინო პერესმა თავისი კლუბის გრანდიოზული ფინანსური დანაკარგის შესახებაც ახსენა – კორონავირუსის პანდემიის დროს „რელმა“ 200 მლნ ევროზე მეტი დაკარგა.

ერთ-ერთი დეტალი – მაისურების გაყიდვაა. გამოცემა El Confidencial-მა დაითვალა, რომ 2018 წლის მონაცემებთან შედარებით გაყიდვების მოცულობა 70%-ით შემცირდა – თუ ციფრებში გადავიყვანთ, 3 მილიონით ნაკლებია რეალიზებული.

ჩავარდნის მიზეზებია: კრიშტიანო, ბეილი, კორონავირუსი და ჩინელები

ყველაზე ნათელი მაგალითი – 2018-ში რონალდო „იუვენტუსში“ წავიდა (იქ გაყიდვებმა იმატა). პორტუგალიელი სერიოზული სიდიდეა და ნებისმიერი გუნდის ვარსკვლავია, სადაც თამაშობდა, იმ გუნდის მაისურები ბევრი იყიდებოდა, ის „მადრიდის“ ლიდერიც იყო.

მაგრამ ყველაფერს კრიშტიანოს დაკარგვას ნუ მივაწერთ.

2018/19 წლების სუსტი სეზონი. ლოპეტეგის, სოლარისა და ზიდანის ის „რეალი“ დიდად ვერ ბრწყინავდა და შედეგებიც არ იყო კარგი. მთავარი ვარსკვლავებიც სუსტად გამოიყურებოდნენ, ამიტომ მათი მაისურების ყიდვა დიდად არც უნდოდათ.

გარეთ ბეილის წასვლა – უელსელი ძალიან პოპულარულია ინგლისურენოვან ბაზარზე. წყაროს ცნობით, მის გარეშე ყველაზე გაყიდვადი გახდა „რამოსი“ და „ბენზემა“. თუმცა კლუბს აშკარად არ ყოფნის მედიავარსკვლავი (აზარმა ვერ გაქაჩა), ამიტომაც ლაპარაკობს პერესი ამდენს ჰაალანდსა და მბაპეზე.

ჩინური კონტრაფაქტი. მას ებრძვიან, მაგრამ ჯერ ვერ უგებენ – ყოველწლიურად, როგორც კი ახალი დიზაინი გამოჩნდება, ათასობით და მილიონობითაც კი ყალბი მაისურები ჩნდება აზიაურ ბაზარზე და უცებ იყიდება კიდეც.

კორონავირუსის პანდემია. ყველაზე აშკარა მიზეზი ბოლო წლის ფინასური სირთულეების. თუმცა აქაც არის რამდენიმე ასპექტი, რასაც ყურადღება უნდა მიექცეს.

პირველი, შეწყდა ტურიზმი. ეს იმას ნიშნავს, რომ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ არსებული საკლუბო მუზეუმი (პრადოს მუზეუმის შემდეგ პოპულარობით მეორეა მადრიდში) მნახველების გარეშე დარჩა. ეს როგორ აისახება მაისურების გაყიდვაზე? მუზეუმის ტური პირდაპირ ფანშოპში მთავრდება. „რეალის“ ფორმა – მშვენიერი სუვენირია.

მეორე – მატჩები მაყურებლის გარეშეა. ანუ გულშემატკივარი სტადიონზე არ მიდის და იქ არ ყიდულობს.

ლა ლიგის კლუბი 25 მლნ ევროს უყრის თავს მატჩის დღეს სავსე სტადიონის შემთხვევაში და ამაში უკანანსკნელ როლს სულაც არ თამაშობს მაისური.

რამდენს იღებს რეალი მაისურების გაყიდვიდან?

საშუალოდ ერთი მაისური 90 ევრო ღირს, ფასი მერყეობს მოდელისა და კოლექციის მიხედვით. მაგრამ „რეალი“ აქედან იღებს… დაახლოებით 10 ევროს.
სად მიდის დანარჩენი? კონტრაქტი ტექნიკურ სპონსორთან (adidas-სთან 110 მლნ ევრო/სეზონი) ისეა შედგენილი, რომ დაფიქსირებულია მინიმალური ღირებულება, რომლითაც მან თავისი თავი უნდა ამოიღოს – ეს დაახლოებით 40 ევროა.

სავაჭრო წერტილები ფას ამატებენ, დაახლოებით 20 ევროს. პლუს დღგ – 21%.

„რეალი“ ბონუსებს იღებს თუ კარგად გაიყიდა, მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია. კლუბის შემოსავალი იმითაც მერყეობს სად გაიყიდა მაისური. ცხადია, საკუთარ ფანშოპებში გაყიდული ეკიპირებიდან კლუბს მეტი რჩება, ვიდრე ჩვეულებრივ სავაჭრო ცენტრში და მით უმეტეს საზღვარგარეთ მაღაზიებში.

***

ანალიტიკოსები ერთსულოვნები არიან: საფეხბურთო მაისურების ბაზარი ჩაწვა. El Confidencial ამბობს, რომ მაღაზიები, რომლებიც სეზონზე 1000-ზე მეტს მაისურს ყიდდნენ, ახლა 500 ერთეულზე ძლივს ადიან.

ფლორენტინო პერესს ძალიან ეიმედება, რომ შემოსავლების ეს წყარო გამოცოცხლდება, თუ ზაფხულში მადრიდში ჰაალანდს ან მბაპეს ჩაიყვანს, მაგრამ აბა ამის გარანტიაც ვინ უნდა მისცეს: სხვა პრობლემები ხომ არსად გამქრალა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: როგორ აბარებს ლუის სუარესი იტალიურის ფიქტიურ გამოცდას

ყაზაიშვილმა კორეაში მეორე გოლი გაიტანა