კრიშტიანო რონალდო აფეთქდა – „ალ ვაჰდასთან“ მატჩში პოკერი შეასრულა.
21-ე წთ – ბურთი საჯარიმოში მიიღო, დაამუშავა და ცაციათი შორეულ დაბალ კუთხეში გაუშვა.
40-ე წთ – გოლი მარჯვენა ფრთაზე გაჭრის შემდეგ, მარჯვენა ფეხით სისწრაფეზე პირდაპირ მეკარისკენ გაუშვა.
53-ე წთ – პენალტი.
61-ე წთ – პირველის გოლის იდენტური, ოღონდ დამატებაზე გატანა დასჭირდა.
ამასთან, რონალდომ ჩემპიონატებში გაიტანა მე-500 და შემდგომი გოლები (სულ 503).
კრიშტიანოს ანგარიშზეა: 311 – ლა ლიგაში, 103 – პრემიერლიგაში, 81 – სერია ა-ში, 3 პორტუგალიაში და 5 – საუდეთში.
აქამდე რონალდოს 4 გოლი ერთ მატჩში 10-ჯერ გაუტანია: 7-ჯერ ლა ლიგაში, ერთხელ ევროს კვალიფიკაციაში, თითოჯერ მუნდიალის შესარჩევსა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზე. ბოლოს ლიეტუვას გაუტანა 4 გოლი 2019-ის სექტემბერში.
ამ ათეულში შედის ორი პენტა-თრიქი. ორივე 2015-ში ჯერ „ესპანიოლთან“ და „გრანადასთან“.
შევადაროთ მესის. რონალდო წინაა – 11 vs 8. პენტა-თრიქით 2:2-ია. 3+ მატჩებით რონალდო ოდნავ წინაა: 61 vs 56.
სხვათა შორის, რონალდო უკვე 14 წელია წელიწადში მინიმუმ ერთ ჰეთ-თრიქს მაინც ახერხებს.
GIPHY App Key not set. Please check settings