ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის მეორე სათამაშო დღე დასრულდა. მოკრძალებული ანგარიშით, მაგრამ პირველი გამარჯვება მოიპოვა “ბარსელონამ” და რადგან „ბენფიკა“ „ბაიერნთან“ განადგურდა (ბოლო 20 წუთში), ერთ ქულაში მიუახლოვდა, შესაბამისად მისი ჯგუფიდან გასვლის შანსიც გაიზარდა. მიუნხენელები კი 12:0 ბურთების სხვაობითა და მაქსიმალური 9 ქულით აშკარად სხვაგან არიან.
H ჯგუფში ფავორიტებმა მოიგეს. „ჩელსის“ თუ არ გაჭირვებია 3 ქულის აღება, „იუვენტუსს“ მატჩის მიწურულს მოუწია სანკტ-პეტერბურგში რუსებისთვის იმპერიის დღე (300 წლის იუბილე) ჩაემწარებინა.
მთავარი ამბები კი „ოლდ ტრაფორდზე“ დატრიალდა. „მანჩესტერი“ პირველ ტაიმს ორი ბურთით აგებდა, მაგრამ მერე მოტრიალება მოუწია, რაც ამ გუნდს ისტორიულად მშვენივრად გამოსდის ხოლმე, გადამწყვეტი გოლი კი რონალდომ შეაგდო და გუნდი პირველ ადგილზე გადაიყვანა.
მესი ისევ გამესდა, ვიღაცეები მიწაზე დაუშვეს – III ტური
E ჯგუფი
ბარსელონა – დინამო (კ) 1:0
გოლი: პიკე (36)
ბენფიკა – ბაიერნი 0:4
გოლები: 0:1 სანე (70), 0:2 ევერტონი (80, საკ. კარში), 0:3 ლევანდოვსკი (82), 0:4 სანე (84)
“ბარსას” 1 გოლი აქვს ლიგის 3 მატჩში. გუნდს 2+ გოლი ამ ტურნირზე არ გაუტანია 2020-ის დეკემბრის შემდეგ.
ჟერარ პიკემ სერხიო რამოსს გადაასწრო ჩემპიონთა ლიგაზე გოლების რაოდენობით მცველებს შორის. მას და რობერტო კარლოსს 16-16 გოლი აქვთ.
რონალდ კუმანი: “ასეთი მატჩები უნდა დასრულდეს 3:0 ან 4:0”.
35 წლის მანუელ ნოიერმა ჩემპიონთა ლიგაზე მე-100 მატჩი ითამაშა.
F ჯგუფი
მანჩესტერი – ატალანტა 3:2
გოლები: 0:1 პაშალიჩი (15), 0:2 დემირალი (29), 1:2 რეშფორდი (53), 2:2 მაგუაირი (75), 3:2 რონალდო (81)
იანგ ბოიზი – ვილიარეალი 1:4
გოლები: 0:1 პინო (6), 0:2 მორენო (16), 1:2 ელია (77), 1:3 მორენო (88), 1:4 ჩუკვუეზე (90+2)
რონალდომ „მანჩესტერში“ მე-300, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 187-ე მატჩი ჩაატარა, კასილიასის რეკორდი დაამხო და რეკორდსმენი გახდა. მან ტურნირის სამივე მატჩში გაიტანა, სულ კი მის ანგარიშზე ამ სეზონში 12 მატჩში 12 გოლია.
„მანჩესტერმა“ ყველა ტურნირზე ზედიზედ მე-9 მატჩში გაუშვა გოლი.
„მანჩესტერმა“ ტურნირზე ისტორიაში პირველად წააგო საშინაო მატჩის პირველი ტაიმი 2 გოლით.
“მანჩესტერმა” 300 გოლი გაიტანა სულშერის ხელშ. პირველიც და მე-300 რაშფორდის ანგარიშზეა.
რონალდომ ჩემპიონთა ლიგაზე 38-ე გუნდს გაუტანა. ეს რეკორდია.
რონალდო: “ჩვენ “მანჩესტერი” ვართ და არასოდეს ვნებდებით”.
G ჯგუფი
ზალცბურგი – ვოლფსბურგი 3:1
გოლები: 1:0 ადეიემი (3), 1:1 ნმეჩა (15), 2:1 ოკაფორი (65), 3:1 ოკაფორი (77)
ლილი – სევილია 0:0
H ჯგუფი
ჩელსი – მალმიო 4:0
გოლები: 1:0 კრისტენსენი (9), 2:0 ჟორჟინიო (21, პენ), 3:0 ჰავერცი (48), 4:0 ჟორჟინიო (57, პენ)
ზენიტი – იუვენტუსი 0:1
გოლი: კულუსევსკი (86)
კრისტენსენმა „ჩელსიში“ ჩატარებულ 137 შეხვედრაში პირველად გაიტანა.
ალეგრი: “იუვენტუსს” შეეძლო უკეთ ეთამაშა, იყო ცუდი მომენტები, მაგრამ სახლში მოგება მიგვაქვს”.
GIPHY App Key not set. Please check settings