in ,

რონალდომ ისტორია დაწერა: კრიშტიანო ყველა დროის ყველაზე მეტი გოლის გამტანია

კრიშტიანო რონალდო ისტორიის განმავლობაში ოფიციალურ მატჩებში გოლების მხრივ რეკორდსმენი გახდა.

“იუვენტუსის” ფორვარდმა “სასუოლოს” ჩემპიონატის მე-17 ტურში გაუტანა (3:1).

ეს პორტუგალიელისთვის კლუბსა და ნაკრებში ოფიციალურ მატჩებში გატანილი 759-ე გოლია.

Squawka, ESPN და სხვა წყაროები აღნიშნავენ, რომ ამ მაჩვენებლით რონალდო გაუთანაბრდა ავსტრიისა და ჩეხოსლავაკიის ნაკრების ყოფილ თავდამსხმელ იოზეფ ბიცანს (759 გოლი). ეს მსოფლიო ფეხბურთის რეკორდია.

მას პელე მოყვება – 757 გოლი.

აღსანიშნავია, რომ ბიცანის, პელეს და სხვა ბომბარდირების გოლებთან დაკავშირებით სხვა მონაცემებიც არსებობს

მაგალითად, Rec.Sport.Soccer Statistics Foundation (RSSSF) დაანგარიშებით, ბიცანმა 805 გოლი გაიტანა, ბრაზილიელმა რომარიომ – 772, ხოლო პელემ – 767.

 

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

2010 წლის 11 იანვარი – საუკეთესო, 2021 წლის 11 იანვარი – ისევ საუკეთესო

ბოლო 10 წლის საუკეთესო მწვრთნელი სიმეონეა: ვის რამდენით აჯობა არგენტინელმა