in

რონალდომ ვარჯიში გამოტოვა, ის ფერარის ქარხანაში წავიდა

„იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ „მილანთან“ წაგებული მატჩის შემდეგ (0:3) გუნდის ვარჯიში გამოტოვა და „ფერარის“ ქარხნისაკენ გასწია.

პორტუგალიელს დილის აღდგენით ვარჯიშში უნდა მიეღო მონაწილეობა, ასევე ჩვეულებრივ ევარჯიშა „იუვეში“, მაგრამ კლუბის პრეზიდენტ ანდრეა ანიელისთან და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ჯონ ელკანთან ერთად ქარხანას ესტუმრა, სადაც „ფერარის“ აწყობენ.

Calciomercato.com ამტკიცებს, რომ რონალდომ ახალი ავტომობილი შეიძინა.

„იუვენტუსს“ კი ცუდი დროება უდგას, ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე გუნდი მე-5 ადგილზეა და შანსია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვდეს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქალბატონი არჩევანის წინაშე: იუვენტუსს სერია ა-დან გააგდებენ თუ სუპერლიგიდან არ გამოვა

ბითაძემ 4-დან ვერცერთი ვერ ჩააგდო, მაგრამ მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო