“იუვენტუსის” თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო თმების გადანერგვის ბიზნესს ავითარებს.
პორტუგალიელმა ესპანეთში მეორე კლინიკა გახსნა, ქალაქ მარბელაში.
კლინიკის ფართობი 4000 კვადრატული მეტრია, მასში დაახლოებით 100 ადამიანი მუშაობს. კლინიკაში 15 ფუნქციონალური დაწესებულება იქნება – საოპერაციო, კაბინეტი პროცედურებისთვის, კონსულტაციებისთვის და სხვადასხვა ექიმების კაბინეტები.
რონალდომ პირველი კლინიკა მადრიდში გახსნა 2019 წელს. მას შემდეგ 6 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა.
GIPHY App Key not set. Please check settings