კრიშტიანო რონალდო ისედაც ყოველთვის საინტერესოა, მაგრამ ახლა ჩვენთვის ასმაგად, რადგან სწორედ ეს წარმოუდგენლად მაგარი ფეხბურთელი იქნება საქართველოს ნაკრების მეტოქე ევროპის ჩემპიონატზე.
რონალდომ საუდის არაბეთის 26-ე ტურში სამი გოლი გაიტანა.
„ალ ნასრის“ თავდამსხმელმა „აბჰისთან“ შეხვედრაში (5:0) ბურთები შეყარა მე-11, 21-ე და 42-ე წუთებზე.
გარდა ამისა, 33-ე წუთზე სადიო მანეს ასისტი გაუკეთა (არ ჩაუთვალეს), 44-ეზე კი ალ-სულაიხიმს.
კრიშტიანო შესვენებაზე შეცვალეს.
სამიდან ორი გოლი რონალდომ ჯარიმიდან გაიტანა. ერთი – დაბლა დაარტყა, მეორე ცოცხალ კედელს გადაატარა.
რონალდომ ჯარიმიდან გოლი ბოლოს 2023 წლის 23 მარტს გაიტანა, როდესაც ნაკრებში ლიხტენშტეინს შეუგდო.
დუბლი ჯარიმიდან კი ბოლოს შორეულ 2011 წლის 15 მაისს ჰქონდა. მაშინ „რეალის“ მაისურით „ვილიარეალს“ გაუტანა.
სულ 39 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე 63 გოლია საჯარიმოდან. ლეო მესის – 65 აქვს.
სამაგიეროდ რონალდოს 8 ჰეთ-თრიქით მეტი აქვს მესიზე.
პორტუგალიელის ანგარიშზე ხსენებული სამი გოლის შემდეგ 65 ჰეთ-თრიქი დაუგროვდა, არგენტინელს 67 აქვს.
ამასთან, რონალდოს 29 შემთხვევაში ერთი პენალტიც ურევია, მესის – 12.
რონალდომ „ალ ნასრის“ რიგებში ზედიზედ მეორე ჰეთ-თრიქი გაიფორმა.
ისე კი ზედიზედ მე-4 შეხვედრაში გაიტანა.
კრიშტიანოს ანგარიშზე 29 გოლი და 10 საგოლე პასია 24 მატჩში.
GIPHY App Key not set. Please check settings