in

მამუკელაშვილს ჩემპიონთან ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა

Nuggets Spurs Basketball

ზედიზედ მე-2 მატჩია, მანამდე შეზღუდულად მოთამაშე სანდრო მამუკელაშვილს დრო მიეცა და ქართველი ფორვარდიც საკუთარ შესაძლებლობებს წარმოაჩენს. 2 დღის წინ დენვერთან შესრულებული ორმაგი დუბლის შემდეგ სანდროს იგივე შედეგის გამეორებამდე ერთადერთი მოხსნა დააკლდა. ეს მოხდა NBA-ის მოქმედ ჩემპიონ „დენვერ ნაგეტსთან“ გამართულ შეხვედრაში, რომელიც სან ანტონიომ ბრძოლაში – 105:110 დათმო.

ქართველი ფორვარდი შეხვედრში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 24 წუთში 10 ქულას 9 მოხსნა და 1 პასი მიამატა. მის გუნდში საუკეთესო იყო ვიქტორ ვემბანიამა, რომელსაც ოთხმაგ დუბლამდე ძალიან ცოტა დააკლდა: 23 ქულა, 15 მოხსნა, 8 პასი, 9 დაფარება.

დენვერის შემადგენლობაში 42 ქულითა და 16 მოხსნით საუკეთესო იყო ნიკოლა იოკიჩი. 

მომდევნო მატჩს სან ანტონიო 6 აპრილს, ნიუ ორლეანში, პელიკანსთან გამართავს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რონალდომ ერთ ტაიმში სამი გაიტანა: კრიშტიანოს 65 ჰეთ-თრიქი აქვს და 63 გოლი ჯარიმიდან

ბაჯო იტალიის ისტორიაში საუკეთესო შემტევია