კრიშტიანო რონალდომ პირველი გოლი გაიტანა „ალ ნასრის“ შემადგენლობაში.
37 წლის ფორვარდმა გოლი 93-ე წუთზე პენალტით შეაგდო „ალ ფატეხთან“ ფრედ 2:2 დასრულებულ მატჩში. ეს იყო ჩემპიონატის მე-15 ტურის შეხვედრა.
„ალ ნასრის“ ბოლო სამ შეხვედრაში ერთი მოგება აქვს.
„ბედნიერი ვარ. მნიშვნელოვან ფრეს მივაღწიეთ რთულ მატჩში“ – ეს არის რონალდოს კომენტარი.
მანამდე რონალდომ ორი ოფიციალური თამაში ჩაატარა და გოლი ვერ გაიტანა.
სამაგიეროდ დუბლი მოახერხა პსჟ-სთან ამხანაგურ თამაშში.
ამაზე მეტად კი აღსანიშნავია, რომ რონალდოს ზედიზედ 22 წელია გოლი გააქვს.
პირველად ზრდასრულ კარიერაში 2002 წელს გაიტანა.
კრიშტიანოს 702 გოლი აქვს გატანილი საკლუბო კარიერაში: 450 – „რეალში“, 145 – „მანჩესტერში“, 101 – „იუვენტუსში“, 5 – „სპორტინგში“, 1 – „ალ ნასრიში“.
GIPHY App Key not set. Please check settings