„ლივერპული“ აპირებს კონტრაქტი გაახანგრძლივოს მოჰამედ სალაჰთან.
მხარეები მოლაპარაკებაზე არიან. The Athletic-ის მონაცემებით, სალაჰი შესაძლოა „ლივერპულის“ ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს. ამჟამად ის დაახლოებით 200 ათასს ფუნტს შოულობს ყოველ კვირა.
29 წლის ეგვიპტელთან მოქმედი ხელშეკრულება 2023 წლის ივნისამდეა. თანამშრომლობა შესაძლოა 2025 წლამდე გაგრძელდეს.
არ არის ცნობილი რამდენს მოუმატებენ სალაჰს, მაგრამ ირკვევა რამდენის გადახდის თავი აქვს „მანჩესტერს“ პოგბასთვის, ოღონდ ფრანგი „ოლდ ტრაფორდზე“ დარჩეს.
იგივე The Athletic წერს, რომ წინა სეზონის მეორე ნახევარში ფრანგს ახალი კონტრაქტი შეთავაზეს ხელფასის მომატებით (2025 წლამდე).
პოგბას ჯამაგირი 290 ათასს შეადგენს კვირაში და ახალი შეთანხმებით ის 400 ათასს ფუნტამდე გაიზრდებოდა.
პოგბას წინადადება რომ მიეღო, „მანჩესტერის“ ისტორიაში ყველაზე მაღალ ხელფასიანი გახდებოდა, მაგრამ მაშინ ფრანგს არ უპასუხია.
საინტერესოა, რომ „მანჩესტერის“ წინადადება ძალაში რჩება. თუმცა ფეხბურთელი არ ჩქარობს და ვარიანტებს განიხილავს. კერძოდ, მომავალ სეზონში, თავისუფალ აგენტად პსჟ-ში გადასვლის შესაძლებლობას.
არადა, კრიზისიაო, ხელფასების ჭერიო, ფინანსური ფეარ-პლეიო…
GIPHY App Key not set. Please check settings