ტრამპლინიდან ხტომაში გერმანელმა ჩემპიონმა იულიანა ზაიფერტმა მსოფლიო ჩემპიონატი ძალიან საინტერესოდ აღნიშნა – PlayBoy–ის ეროტიულ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა.
„ცხოვრება ძალიან ჰგავს ლექსების წიგნს და ჩვენ ის განსაკუთრებული ნამუშევრებით უნდა გავავსოთ. Playboy – მშვენიერი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ შექმნა დაუვიწყარი ზღაპარი, რომელიც სამუდამოდ იარსებებს. ეროტიკული ფოტოსესია და ტრამპლინიდან ხტომა – ერთი სპორტია, მეორე კი ხელოვნება. მე ერთიც მომწონს და მეორეც“, – აღნიშნა 30 წლის ზაიფერტმა.
გოგონამ ისიც დააზუსტა, თუ რა იყო მისთვის უფრო რთული: გადაღებისთვის გახდა თუ ტრამპლინიდან პირველად გადახტომა.
„არც ერთი და არც მეორე არ ყოფილა რთული. როცა რაღაცას აკეთებ, მთელი გულით უნდა გააკეთო, რათა მაგარი შედეგი დადო“.
ბოლო კითხვა იულიანასთვის – რა ჯობს: იდეალური ნახტომი თუ სექსი?
„ვფიქრობ, ადრენალინის დონე ორივე შემთხვევაში ერთნაირია“, – განაცხადა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა.
აღსანიშნავია, რომ 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატი სტარტს ობერსდორფში 24 თებერვალს აიღებს.
GIPHY App Key not set. Please check settings