ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) იმ ფეხბურთელთა სია გამოაქვეყნა, რომლებსაც საკლუბო კარიერაში 500+ გოლი აქვთ გატანილი.
ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელი და თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო კრიშტიანო რონალდო სიაში მესამე ადგილს იკავებს. პორტუგალიელი ბრაზილიელებს – რომარიოსა და პელეს ჩამორჩება.
ცხრილში მეხუთე ადგილზეა ლიონელ მესი.
სია კი ასე გამოიყურება.
- რომარიო (ექს-“ბარსელონა”, პსვ, “ვასკო და გამა” – 689 გოლი)
- პელე (ექს-“სანტოსი”, “ნიუ-იორკ კოსმოსი” – 684 გოლი)
- კრიშტიანო რონალდო (“იუვენტუსი” – 661 გოლი)
- იოზეფ ბიცანი (ექს-“სლავია”, “რაპიდი” – 656 გოლი )
- ლიონელ მესი (“ბარსელონა” – 651 გოლი)
- ფერენც პუშკაში (ექს-“რეალი”. “ჰონვედი” – 645 გოლი)
- ჯიმი ჯონსი (ექს-“გლენავონი” – 635 გოლი)
- ჯო ბემბრიკი (ექს-“ჩელსი”, “ლინფილდი” – 593 გოლი)
- ეუსებიო (ექს-“ბენფიკა” – 581 გოლი)
- გერდ მიულერი (ექს-“ბაიერნი” – 566 გოლი)
- გლენ ფერგიუსონი (ექს-“გლენავონი”, “ლინფილდი” – 562 გოლი)
- ფერნანდო პეიროტეუ (ექს-“სპორტინგი” – 538 გოლი)
- ჯიმი მაკგრორი (ექს-“სელტიკი” – 538 გოლი)
- უვე ზელერი (ექს-“ჰამბურგი” – 508 გოლი)
- ზლატან იბრაჰიმოვიჩი (“მილანი” – 501 გოლი)
- ალფრედო დი სტეფანო (ექს-“რეალი” – 500 გოლი)
IFFHS-ის სხვა რეიტინგები ნახეთ აქ
ჯერ მესი და მერე სხვები: ათწლეულის საუკეთესო ფეხბურთელები
ევროპაში რონალდო ყველაზე მაგარია
აქეთ სამხრეთ ამერიკა, იქეთ აფრიკა: IFFHS-მა ათწლეულის ნაკრები შეადგინა
ლეო მესი: ათწლეულის საუკეთესო გამთამაშებელია
GIPHY App Key not set. Please check settings