14 ნოემბერს, ლას ვეგასში UFC-ის მორიგი ივენთი გაიმართება, რომელზეც ორ ქართველ მებრძოლს ლიანა ჯოჯუას და რომან დოლიძეს უნდა ეჩხუბა, მაგრამ დღეს ქართველი გულშემატკივრებისთვის სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. ივენთამდე სამი დღით ადრე 33 წლის ქართველ მებრძოლს კორონავირუსი დაუდასტურდა და იზოლაციაში გადავიდა. სესაბამისად, დოლიძის ჩხუბი გაუქმდა.
ufc fight night 197-ზე რომან დოლიძეს საშუალო წონით კატეგორიაში ამერიკელ კაილ დოკოსს უნდა დაპირისპიებოდა.
“დამიდასტურდა COVID-19. რეგულაციების თანახმად, გადავდივარ იზოლაციაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ეტაპზე ბრძოლას გამოვეთიშე. ვფიქრობ, ფიზიკურად და მორალურად მზად ვიყავი, რომ კარგი შედეგი მეჩვენებინა, თუმცა კოვიდტესტზე დადებით პასუხს თავისი წესები აქვს!
ჯანმრთელობის მხრივ თავს კარგად ვგრძნობ. მადლობა გულშემატკივრობისთვის. ყველაფერი კარგად იქნება!”, – დაწერა დოლიძემ სოციალურ ქსელში.
ლას ვეგასში, UFC Fight Night 197-ში გამოვა ლიანა ჯოჯუა, რომელიც ამერიკელ კორტნი კეისს დაუპირისპირდება. 26 წლის ქართველი მებრძოლი ამ ორგანიზაციაში, სადაც 1 მოგება და 2 წაგება აქვს, მეოთხე ბრძოლას ჩაატარებს.
GIPHY App Key not set. Please check settings