კრიშტიანუ რონალდუს რომ “ემიუდან” წასვლა სურდა ეს არახალია, მაგრამ წითლებმა მისი დაბმა და დატოვება მოახერხეს.
ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ რონალდუ პრაქტიკულად არ თამაშობს და ყოველ მატჩს სათადარიგო სკამიდან ადევნებს თვალს. ამ ყველაფრით კი მანჩესტერელთა ლეგენდარული კაპიტანი, როი კინი, უბრალოდ შეშფოთებულია:
“რონალდუ სკამზე? ეს უპატივცემლობაა და მეტი არაფერი. მის კარიერას, უბრალოდ არ დაუმსახურებია თადარიგში ყოფნა. ეშმაკებს ის აუცილებლად უნდა გაეშვათ გუნდიდან”.
GIPHY App Key not set. Please check settings