in ,

მარკ ფერატი: ზურიკოს თამაშიდან ეს კომპონენტია გამოსარჩევი

“ბორდოს” ყოფილმა თავდამსხმელმა ჟან მარკ-ფერატმა “ლავალისა” და “ბორდოს” დაპირისპირების შემდეგ, (1:2) ჟურნალისტებთან ისაუბრა და ჟირონდელთა ქართველი ახალწვეული ზურიკო დავითაშვილი შეაქო. საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფორვარდის თქმით, ზურიკომ გუნდს დინამიკა შემატა.

“დავითაშვილის შესახებ აუცილებლად უნდა ვისაუბროთ, ქართველმა შეტევას დინამიურობა შემატა, მუდამ წინსვლასა და მომენტის შექმნას ცდილობს, “ლავალის” დაცვას პრობლემები შეუქმნა და გამარჯვების გოლის გატანაში დიდი წვლილი შეიტანა. დევიდ გიონს გუნდის დაკომპლექტებასა და ფეხბურთელების არჩევანში თავისუფლება აქვს, ვფიქრობ, მისი იდეები და ხედვები მოედანზე კარგად ჩანს” – განაცხადა ჟან მარკ-ფერატმა.

ზურიკოს “ბორდო” საფრანგეთის ლიგა2-ს 20 ქულით “ამიენთან” ერთად ლიდერობს, თავად დავითაშვილის ანგარიშზე 2 მატჩში 2 გოლი და 2 საგოლე პასია, ჟირონდელები მომდევნო შეხვედრას 8 ოქტომბერს, გიორგი მიქაუტაძის “მეცის” წინააღმდეგ გამართავენ.

What do you think?

Written by admin

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

როი კინი: მანჩესტერი რონალდუს უსამართლოდ ექცევა

ოფიცილაურად: ჩაბი ალონსო ლევერკუზენის მთავარი მწვრთნელია!